ილია ჭავჭავაძე ევროპელი ფასეულობების ფუძემდებელი
ევროპული ფასეულობები დღეს ის ცნებაა, რომლის დამკვიდრებისთვისაც
ქართული საზოგადოება იღწვის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ფასეულობათათვის
ბრძოლა XXI საუკუნეში არ დაწყებულა. ის ჯერ კიდევ თერგდალეულთა დროს იყო აქტუალური
და მისკენ განსაკუთრებით თერგდალეულთა ლიდერი
ილია ჭავჭავაძე მიისწრაფოდა.
როგორც ა.ჯორჯაძე ამბობდა: „ვინ იყო ილია ჩვენთვის?
იგი იყო ჩვენი ენის ამომდგმელი, იგი იყო პირველი, ვინც ქართული ლიტერატურა და საზოგადოება
ევროპულ გზაზე დააყენა. ილია არის მშობელი და მამა-მთავარი ყოველივე ჩვენის საზოგადოებრივ
დაწესებულებისა.“
და მართლაც ევროპული ლიბერალიზმი ერთ-ერთი უმნიშვნელობანესი ფასეულობაა, რომელიც მოიცავს პიროვნების
თავისუფლებას, კერძო საკუთრების მხარდაჭერას, წოდებათა თავისუფლებას და დემოკრატიული
საზოგადოებრივი ინსტიტუტების შექმნას. თუგადავხედავთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას,
დავინახავთ, რომ იგი სწორედ ამ ღირებულებების განხორციელებას ცდილობდა. იგი გმობდა
ბატონყმობას და კაპიტალიზმის მომხრე იყო, ესეგი იგი წოდებათა თავისუფლებას და კერძო
საკუთრებას ემხრობოდა. მისი სიტყვებია: „თავისუფლება სინდისის, სასოების საქმეა და
ყველა თავისუფალი და ხელშეუხებელია.“ ეს სიტყვებიც მოწმობს ილიას დამოკიდებულებაზე
პიროვნების თავისუფლებასა და დემოკრატიულობის მიმართ. იგი იყო პიროვნება, რომელიც არა
მარტო პიროვნული, არამედ ეროვნული თავისუფლებისთვის იბრძოდა. იგი ასპარეზზე გამოდიოდა არა მხოლოდ სიტყვით,
არამედ საქმითაც. მას უკავშირდება საადგილმამულო ბანკის შექმნა, რომელმაც ქართველ ერს
მიწების შენარჩუნებისა და ამოსუნთქვისსაშუალება მისცა. ასევე აღსანიშნავია, წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა, რითაც ხელი შეუწყო განათლების საყოველთაოობას
და განათლებული სთაობების წამოსვლას. ილია ჭავჭავაძე ის პიროვნება გახლდათ, რომელიც
გარუსებულ საქართველოში ევროპულად აზროვნებდა. XXI საუკუნემ დაამტკიცა, რომ მისი ხედვები და მისწრაფებები ევროპისკენ სწორად
გადადგმული ნაბიჯები იყო. იგი დღეს გენიოსად არის აღიარებული და ქართველმა ერთმა იგი
წმინდანად შერაცხა. ეს იმის ნიშანია, რომ მისი ევროპული შეხედულებები დღეს უკვე ფართოდ
იდგამს ფეხს ჩვენში, ხოლო ილია უდიდეს პატრიოტადაა აღიარებული. იგი ქართველა ერმა შესაფერისად
დააფასა.
ასე, რომ დღეს, როცა ჩვენი ევროპეიზმის საფუძვლების
ძებნას დავიწყებთ, ის უსათუოდ ილია ჭავჭავაძემდე მიგვიყვანს, რადგანაც „აწმყო შობილი
წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“.
ლუკა გაფრინდაშვილი
თავისუფლების ცნება
ვაჟას პუბლიცისტიკასა და პრაქტიკაში
რა
არის თავისუფლება ? ერთი უბრალო
თერთმეტასოიანი სიტყვაა,
რომლის გამოც ყოველ წლიურად,
ყოველ თვიურად
თუ ყოველდღიურად ერთი ადამინაი
მაინც იწირება.
ავიღოთ დღევანდელი დღის მაგალითი
: მეორე მსოფლიო
ომი,რატომ
იყო მასში
საქართველო ჩართული?
როდი გამოირჩევა იგი მაღალგანვითარებული ტექნიკით ან
ხალხის რაოდენობით,მას ამ
ბრძოლისგან თავისუფლება სურდა,დამოუკიდებლობა.რა სურდა
აფხაზეთს? განა მას ეხალისებოდა საქართველოსთან ომი? მაგრამ მას
თავისულება წყუროდა.
დარწმუნებული ვარ, დღეს აფხაზებს
რომ შევეკითხოთ- რა გსურსთ
ცხოვრებისგანო, გეტყვიან თავისუფლება , კიდე ერთხელ თავისუფლება.
ერისა და პიროვნების
თავისუფლებაზე ვაჟა- ფშაველას საინტერესოდ საუბრობს პუბლიცისტიკურ
წერიში : ,,რას ქვიან თავისუფლება?“
იგი
ამბობდა:
,, თავისუფლების მტერია ის
ადამიანი, ვისაც საკუთარი
თავი არ
უყვარს.თავმოყვარეობა კი ორნაირია_
ბრიყვული და
გონივრული ,ბრიყვულია,როცა ფიქრობს: მე ვირგო და
სხვა წყალმა
ზიდოსო,მე
მქონდეს უფლება
ყველაფრისა კანონის
ფარგლებს გარეთაც
და მის
შიგნითაც, სხვას კი
არ ქონდეს
ჩემი განსჯის
უფლება.
მგელიც
ასე ფიქრობს-
ოღონდ თვითონ
ირგოს და
საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე ასი
სული ცხვარი
და ათასი
შეჭამოს.“
ეს სიტყვები მე-19 საუკუნეში დაწერა, თუმცა, ვფიქრობ,
რომ დღესაც აქტუალური თემაა
პოლიტიკაში ჩახედული
არ გახლავართ, მაგრამ ყოველდღე
მესმის ,,ხალხის
ფულს იტაცებენო“ასს, ათასს ართმვენ
თავისუფლებას,რადგან
სხვის ნაშრომს
იტაცებენ,სხვალ
ლუკმას ტაცებენ
განა ეს
თავისუფლები შეზღუდვა
არაა? .
ეს
უწესობა,უსამართლობაა... ასეთი ქცევები
უნდა შეწყდეს,
თუ გვსურს
თავისუფლება.
თავისუფლება არ
ითავლისწინებ ყველაფერში თავისუფალ ნებას
. ეს
ერთგვარი შეზღუდვაა
,რადგან არსებოს
კანონები, რომელთა დაცვა
მნიშვნელოვანი და
სავალდებულოა, რომლებიც
ჩვენ თვითონ შევადგინეთ.
ჩვენებური გლეხკაცი
ამბობს :,,სამართლისაგან მოჭრილი ხელი
არ მეტკინებაო“.თუმცა ყველას
როდი არ ტკივა სამართლისგან მოჭრილი ხელი
.
ასევე მეტად
მნიშვნელოვანი სიტყვა
თავისუფლები გაგება. თუ დავშალოთ
სიტყვას, მივიღებთ ,,თავის უფლი“ ანუ
საკუთარი თავის
ღმერთი.
ამ
სიტყვის ასე
გაგება უარყოფით
შედეგებს გამოიღებს
, რადგან ადამიანი
მხოლოდ საკუთარ
თავს გააღმეთებს და მხოლოდ
საკუთარი თავის
კეთილდღეობაზე იზრუნებს.
ჯემალ ქარჩხაძე
ამბობდა:,,თავისუფალი ადამინაი ღვთის
ნებაა ,თავუფალი
ერი ადამინაის
ნებაა’’.სწორედ
ეს უნდა
გავიაზროთ,გავიგოთ
რათა ვიცხოვროთ
ცივილიზებულ სახელმწიფოში სადაც შეგვეძლება მშვიდობიანი თანაარსებობა და თავისუფლად ცხოვრება.
ანა
ყოველი
ადამიანისთვის ღირსება და არჩევანის თავისუფლება
უმნიშვნელოვანესია. მოდით ჯერ ვისაუბრებ ღირსებაზე.
ღირსება
იმ ღირებულებათაგანია, რომელიც ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია.ღირსება ისეთი რამაა,
რომ ადამიანს შეუძლია მის დასაცავად სიციცხლეც კი გაწიროს.ამ თემასთან დაკავშირებით
ქართულ ლიტერატურაში არსებობს ბევრი ნაწარმოები.მაგალითად: რევაზ ინანიშილის „ფრთხებიან
ყვავები დამბაჩის ხმაზე“.ესმოთხრობა არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია
ღირსება ადამიანისთვის.ამ ნაწარმოების გმირმა ყველასთვის სამგალითო საქციელი ჩაიდინა,სიკვდილს
არ შეუშინდა და თავისი ღირსების დასაცავად ბოლომდე იბრძოლა.ანალოგიურად ამის მაგალითია
გოდერძი ჩოხელის „თეთრჩოხიანი და შავჩოხიანები“.ამ ნაწარმოებშიც კარგად ჩანს ისრომ
ადამიანისთვის ღირსება ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც სიცოცხლე.ღირსების გარეშე სიციცხლეს
არავითრი აზრი არ აქვს.ამ ორ ნაწარმოებს სწორედ ღირსების მნიშვნელობა აერთიანაებს.
ამ ადამიანების მსგავსად ჩვენც ყველანაირად უნდა ვეცადოთ ჩვენი ღიესების დასაცავად
ბოლომდე ვიბრძოლოთ, თუნდაც ამის გასაკეთებლად სიცოცხლის დათმობა მოგვიწიოს.
რაც შეეხება
არჩევანის თავისუფლებას, ყველა ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს თავისუფალი და დამოუკიდებელი
არჩევანი.თვისუფლება,ეს ის უფლებაა რომელიც ადამიანს დაბადებისთანავე გააჩნია და მას
კანონი იცავს.არავინ არის შეზღუდული არჩევანის გაკეთებაში,ადამიანს როგორც სწორად მიაჩნია
ისე უნდა მოიქცეს და ჩვენ უნდა ვეცადოთ არ შევეწინააღმდეგოთ ამაში.ამისდა მიუხედავად
დღესდღეობით ბევრი შემთხვევაა იმისა რომ ადამიანებს არ მოსწონთ ერთმანეთის არჩევანი
და ამის გამო მას წინააღმდეგობას უწევენ,შეურაცხყოფას აყენებენ მის არჩევანს.მე ხშირად
გამიგია ფაქტები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რელიგიის ადამიანები ერთმანეთს ეწინააღმდეებიან
და ამის გამო შეიძლება კონფლიქტიც კი წარმოიშვას. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ამ რელიგიას
მაშინ როცა ამას არ უნდა აკეთებდნენ. ჩემი აზრით,მათ არ მოეწონებათ როცა ვინმე მათ
იგივეს გაუკეთებდა.აკაკი წერეთელი ამბობს „რაც შენთვის არ გინდა იმას ნურც სხავ უზამო“.
ჩვენ კი, ამ ფაქტების შემყურე, უნდა უნდა ვეცადოთ ვიყოთ ეთმანეთის მიმართ ტოლერანტულები
და პატივი ვცეთ ერმანეთის არჩევანს.
მარიამ
ცერცვაძე
ბავშვის უფლებების უგულებელყოფის პრობლემა
რ.ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებლის“ მიხედვით
კაცობრიობა თანდათან ვითარდება და ეს ადამიანის დამსახურებაა,
რომ არა ადამიანის საოცარი თვისება-სწრაფვა უკეთესობისაკენ შესაძლოა დღეს ისევ მომთაბარე
ტომები ვყოფილიყავით.მხოლოდ ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია ვინატროთ მთელი გულით და შემდეგ
როდესაც მიზანს მივაღწევთ,ის რაღაც რაზეც ვოცნებობდით აღარაფრად ჩავთვალოთ. სწორედ
ამიტომაა რომ დღითიდღე იცვლება სამყარო ადამიანის ხელით.
ერთ დროს შესაძლოა არ ვიცოდი რა იყო ადამიანის უფლებები
,დღეს კი თითქმის დაზეპირებულიც კი გვაქვს,მაგრამ პრობლემა დღესაც არსებობს...ერთია
რა ვიცი და მეორე როგორ ვიყენებ ცოდნას.ნიცშე ამბობდა „ადამიანი სწორედ მაშინ ფასდება,
როდესაც მისი სიტყვები მისსავე საქციელს ემთხვევა“.დღეს თითქმის ყველას გვესმის, რომ
ჩვენი უფლება მთავრდება იქ ,სადაც სხვისი უფლება იწყება.მართალია თითოეულ ინდივიდს
ბევრი რამის უფლება გვაქვს,მაგრამ ჩვენი უფლებები შეუზღუდავი არ არის და შესაძლოა ისინიც
შეიზღუდონ.რ.ინანიშვილის მოთხრობაში „ჩიტების გამომზამთრებელი“თქვენ გგონიათ დედისთვის
რომ გეკითხათ ეს არ იცოდა? როგორ არ იცოდა,მაგრამ ცოდნა ერთია,გამოყენება რეალურ ცხოვრებაში
მეორე.ამ მოთხრობაში კარგად ჩანს თუ როგორ ცუდად მოიხსენიებს დედა შვილს „მაგ დებილს
, მაგ არანორმალურს...ჭირშიც წასულა“-ამბობს დედა.ნუთუ მისი საქციელი გასამართლებელია?ნუთუ
სწორად იქცევა ეს ქალი ,როდესაც ბავშვს ჩიტებს უკლავს?ის ხომ ბავშვის ფსიქიკაზე ძალიან
მოქმედებს.ხვდება კი დედა,რომ ამით მის შვილს უდიდეს ტრამვას აყენებს.ბევრი ვერ ხვდება
თუ სად მივყავართ ბავშვების უფლებების შეზღუდვას და სწორედ ეს არის პრობლემა.
შვილს უფლება ჰქონდა მზრუნველობა მიეღო მშობლებისაგან.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს სხვდასხვა როლი აქვს.არის
შვილი,მოსწავლე,მეგობარი,კლასელი,მეზობელი.თუმცა,ადამიანი აუცილებლად უნდა დაემორჩილოს გარკვეულ წესებს,მას აქვს მოვალეობა, არ შელახოს
სხვისი უფლებები და ინტერესები.უფლება და მოვალეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.უფლება
ნიშნავს ადამიანისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას,საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების
მიხედვით განახორციელოს მოქმედებები,დაიცვას საკუთარი ინტერესები და სხვებსაც მოსთხოვოს
ამ უფლებების დაცვა.რ.ინანიშვილი მიგვანიშნებს თავის მოთხრობაში „ჩიტების გამომზამთრებელი“,რომ
შიში არ უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს.თუ პროფსასწავლებელში მოხვდება ,ეს სასჯელი არ იქნება
მისთვის და ამით საშინელ დღეში არ ჩავარდება.მოთხრობის გმირი 15 წლის ბიჭი დადებითი
პიროვნებაა.არ უყვარს სწავლა,მაგრამ სხვა დადებითი თვისებები გააჩნია: არის კეთილი,სულმდაბალი,ფრინველების
მოყვარული.
თუ ჩვენ არ ვეცდებით როგორმე შევამციროთ იმ ბავშვების რიცხვი ,რომელთა
უფლებებიც იზღუდება.შესაძლოა ერთ დღეს ჩვენც ამ ბავშვების ადგილზე აღმოვჩნდეთ და აღარავინ
დაგვეხმაროს.ნათქვამია : სხვის ტკივილს ვერ გაუგებ მანამ,სანამ თავად არ გეტკინება.ადამიანები
ყოველთვის სხვას ველოდებით ,სხვაში ვეძებთ ცუდს და საკუთარი თავი იდეალური გვგონია.იქნებ
თვითონ ჩვენი ბრალია,რაც გარშემო ხდება.ჯერ შენ თვითონ წადი ძალადობის წინააღმდეგ არ
ელოდო სხვას,შემდგომ სხვაც შემოგიერთდება და შენ გარშემო არსებული რეალობა უკეთესი
გახდება.
დასასრულს გავერთიანდეთ და დავიცვათ ის ბავშვები, რომელთა
უფლებებიც იზღუდება.
მარიამ მამაცაშვილი
ღირსება ადამიანისთვის
შეუცვლელი ფასეულობაა,რომელიც მისთვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ ღირსების შელახვა საკმაოდ ხშირად ხდება
ქართულ რეალობაში. ასე რომ ეს პრობლემა საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას. ადამიანთა
ღირსება ილახება ყოველდღიურად და ყველგან. მაგალითად: სკოლაში საკმაოდ ხშირად ხდებიან
ბავშვები ბულინგის მსხვერპლი და ეს მათ ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ისინი
ხდებიან საკუთარ თავში ჩაკეტილნი,არავისთან მეგობრობენ,ჰგონიათ რომ ყველა მათ დასცინის
და ა.შ
ადამიანთა
ღირსების შელახვა ხდება რელიგიის მხრივაც მაგ: ავიწროებენ სხვა რელიგიური მრწამსის
მიმდევრებს. მაგ:მუსლიმებს ძალიან ავიწროებენ და ერთ-ერთმა ადამიანმა მათ სალოცავზე
ღორის თავი მიუჭედა (ღორი მუსლიმებისთვის უწმინდური ცხოველია და მის ხორცსაც კი არ
მიირთმევენ). ეს იყოძალიან ამაზრზენი და უმსგავსო საქციელი. ამით იმ ადამიანმა შეურაცხყო
არამარტო მუსლიმების არამედ თავისი რელიგიაც
და ასეთ ადამიანს მორწმუნეს და მართმადიდებელ ქრისტიანს ვერ ვუწოდებთ. რადგან
ნამდვილად და გულწრფელად ვინც მორწმუნეა,დადის ტაძარში,ლოცულობს იგი ასეთ რამეს არასოდეს
გააკეთებს.
დღესდღეობით
საქართველოში არჩევანის უფლებაც საკმაოდ შეზღუდულია რადგან რატომღაც ადამიანები ვიღაცების გავლენის ქვეშ ექცევიან და
ადვილად ცვლიან არჩევანს რატომღაც ის ვისაც ბაძავენ ჰგონიათ რომ ყველაფერში მართალია. არ აქვთ თავიანთი სურვილები,მიზნები,თუნდაც გემოვნება.
არადა შეუძლიათ აბსოლიტურად თავისუფალი პიროვნებები იყვნენ,ჰქონდეთ ინდივიდუალური მიზნები,სურვილები
და ა.შ
ბევრი ადამიანი
კი სტერეოტიპების მსხვერპლია და როცა არჩევანზე მიდგება საქმე მაშინვე სტერეოტიპულად
იწყებს აზროვნებას და არ ფიქრობს იმაზე თუ რა უნდა თავად,ფიქრობს იმაზე ყოველთვის თუ
რას იფიქრებს ხალხი, სხვები როგორ არჩევანს აკეთებენ და ასე შემდეგ.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოში ღირსება
საკმაოდ ხშირად ილახება და ადმიანთა არჩევანის უფლებაც საკმოდ შეზღუდულია.
nana
თანასწორობაზე საუბრისას,
პირველ რიგში ჩნდება კითხვა ვის ან რის წინაშე თანასწორობაზზეა საუბარი. როგორც წესი,
ადამიანთა თანასწორობაში გულისხმობენ მათ თანასწორობას სახელმწიფოსა და კანონის წინაშე.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს
ყველა მათგანისთის თანაბარი შესაძლებლობების არსებობა. ეს ეხება, როგორც რაიმე უფლების
მოპოვებას ისე ვალდებულების დაკისრებას და ასევე თანასწორობის უზრუნველყოფას ყოველი
ადამიანისთვის თანაბარი შესაძლრბლობების მიცემას გულისხმობს.
ხოლო ჯემლ ქარჩხაძე
ასე ფიქრობს ამ სააკითხის შესახებ, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლიტურ უმრავლესობაში
თავისუფლება გაიგივებულია ეროვნულ თავისუფლებასთან, პიროვნული თავისუფლება განიხილება
მისი, როგორც მთელი ნაწილი . ეს უაღრესად საშიში შეცდომაა, რადგან აქ სიმართლე ყირაზეა
დაყენებული. სინამდვილეში, სწორედ პიროვნული თავისუფლებაა მთელი, ხოლო ეროვნული თავისუფლება
ნაწილი, და ამის არგუმენტად მოჰყავს ის, რომ თავისუფალი ადამიანი ღვთის ნებაა, თავისუფალი
ერი კი ადამიანთა ნება. მაგრამ მას ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები,რადგან სახელმწიფოს
ადამიანები ვქმნით, ხოლო სახელმწიფოს გვიწესებს რისი უფლება გვაქვს და რისი არა. ჩვენ
დაბადებიდანვე გვენიჭება უფლებები და მას თუ სწორად და სამართლიანად გამოვიყენებთ თავისუფალი
მოქალაქენი ვიქნებით. არის ასეთი გამონათქვამი, ბევრმა ქებამ შეიძლება გაწყინოსო და
შეიძლება სწორედ აასე მოხდეს თავისუფლების დროსაც. სჯობს ვიცოდეთ რისი უფლება გვაქვს
და რისი არა, რათა ადამიანებმა ვისწავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა და დავკმაყოფილდეთ
იმ უფლებებით, რაც დღევანდელ ცხოვრებაში გვაქვს, ვეცადოთ, რომ გავხდეთ კეთილი და სამართლიანი მოქალაქეები.
ქეთი
No comments:
Post a Comment