შემაჯამებიელი ტესტი ( მე-6 კლასი)
ეროვნული გამოცდების ტესტი მე- 12 კლასელებისათვის
შემაჯამებელი ტესტი
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
გისურვებთ წარმატებებს! სახელი ------------ გვარი-------
1. შემოხაზეთ შეცდომით დაწერილი სიტყვების რიგობითი
ნომერი
1. ალბათ 1.
სინდის-ნამუსი 1. მე-8
1. რამოდენიმე 1.
მინდორის 1. ანზავებს 1.
მათ იმღერეს
2. წინად 2.
რაკრაკი 2 . 1-ლი
2. ჩვენგანი 2.
ქარხნის 2. აზოგადებს 2.იმათ
იცეკვეს
3. მშვიდად 3. ცისფერთვალა 3.
21-მ 3. მათგანი 3. ატმის
3. გამათავისუფლე 3. ამათმა
ააგს
4. უნებლიეთ
4. არე-მარე
4. X-მ 4. თითოეული
4. ნიგვზის 4. აღვწერე 4. მათმა
შვილმა
ა. მე-7
ა.
კისკისი ა.
ჩემს მეგობარს ა. რამოდენიმე ა.
IX-მ
ბ. მე-8-ემ
ბ. პურმარილი ბ. მათს
ამბავს ბ.
ჩვენგანი ბ. X-ის
გ. 1- ლმა
გ. დედა-შვილობა გ. ჩემს
გამო გ. რაღაცები გ.VI-ს
დ. 29- ემ
დ. ბერიკაცი დ. შენს
ამხანაგს დ. თითოეული
დ. V-ემ
2. ჩასვით სიტყვა შესაბამისი ფორმით
ა) ბავშვს----------------(ტყემალი) გემო არ მოსწონს.
ბ)წყალწაღებული
--------------(ხავსი) ეჭიდებოდაო.
გ) (ქვეყანა)------------
ბედი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის.
დ) ბავშვებო,----------(თბილი)
ჩაიცვით .
ე) ( ჩემი)----------- ძმას უყვარს ნაყინი.
ვ) მე მეორე რიგში ვიჯექი,
ჩემი მეგობარი----------(5)
ზ)( კოვზი)---------- უნდა დაასხათ წამალი და ისე უნდა დალიოთ.
3.დაწერეთ
თხზულება ,,რატომ მიყვარს ახალი წელი“
შემაჯამებელი ტესტი
ქართულში ( VIII ) -კლასი
) გვარი --------------
გისურვებთ წარმატებებს სახელი-----------------
1.
ჩასვით
სიტყვა შესაბამისი ფორმით
ა)
ბავშვს----------------(ტყემალი) გემო არ მოსწონს.
ბ)წყალწაღებული
--------------(ხავსი) ეჭიდებოდაო.
გ)
(ქვეყანა)------------ ბედი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის.
დ)
ბავშვებო,----------(თბილი) ჩაიცვით .
ე) ( ჩემი)----------- ძმას უყვარს ნაყინი.
ვ)
მე მეორე რიგში ვიჯექი, ჩემი მეგობარი----------(5)
ზ)(
კოვზი)---------- უნდა დაასხათ წამალი და ისე
უნდა დალიოთ.
2.
შემოხაზეთ
არასწორი ფორმა
ა. ალბათ
ა. მე-7 ა. კისკისი ა. ჩემს მეგობარს ა. რამოდენიმე
ბ. წინათ
ბ. მე-8-ემ ბ. პურმარილი ბ. მათს ამბავს ბ. ჩვენგანი
გ. მშვიდად
გ. 1- ლმა გ. დედა-შვილობა გ. ჩემს
გამო გ.
რაღაცები
დ.
კაცათ დ. 29- ემ დ. ბერიკაცი დ. შენს ამხანაგს დ.
თითოეული
ა.
მათ ააშენეს ა. იგივე წიგნი ა. აღვწერე ა. ანზავებს ა.
ვაბამ ა. IX-მ
ბ.
იმათ იცეკვეს ბ.იმავე ბავშვმა ბ. აღვნუსხე ბ. არისხებს ბ.
ვსრისამ ბ. X-ის
გ.მათმა
ბავშვობამ გ.იგივეს იმეორებდა გ. ვაღიარებ გ. აზოგადებს გ. ვკეცავ გ.VI-ს
დ.ამათმა წაიკითხეს დ. იმავე ოთახში დ. ავღბეჭდე დ. ანკარა დ. ვკბეჩ დ.
V-ემ
3.
დასვით სასვენი ნიშნები
ა. მე რა თქმა
უნდა წარმატების იმედი მაქვს.
ბ. წყალი მომიტანე დაუძახა ბაბუამ შვილიშვილს.
გ. ჩემი მეგობარი წარმატებული ბიზნესმენი ბევრს მუშაობდა.
დ. თბილისი
ბათუმი ქუთაისი და ფოთი საქართველოს ცნობილი ქალაქებია
ე. მაღლა ფოთლებში
ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი.
ვ. ხვნა თესვა მკა ყველაფერი
შეისწავლა აკაკიმ.
4.
ტექსტში დაშვებულია 6
შეცდომა . ასევე დასვით 4 სასვენი ნიშანი. გაუსვით ხაზი შეცდომებს და დასვით
სასვენი ნიშნები
ბაბუამ ყურძენის მტევნები ფაქიზათ ჩააწყო კალათში და
მშვიდად წავიდა სახლში, რადგან სტუმრებს საკადრისად დახვედროდა.
სამწუხაროდ შვილიშვილი სახლში არ
ყავდა, ამიტომ მეზობელს თხოვა „იქნებ მომეხმარო.“ ქეთევანი მისი მეზობელი დაჰპირდა, რომ აუცილებლად დაეხმარებოდა.
მალე სტუმრებიც მოვიდნენ . ბაბუამ სუფრასთან მიიწვია. სტუმარ- მასპინძელი დიდხანს
საუბრობდნენ.
საზოგადოების ნაწილი
ფიქრობს ,რომ ბავშვის დასჯა გამართლებულია სასწავლო პროცესში. თქვენი აზრით, არის ეს
გამართლებული თუ არა, (თქვენი აზრი დაასაბუთეთ)
შემაჯამებელი ტესტი
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
გისურვებთ წარმატებებს! კლასი-8
სახელი ------------ გვარი-------1.დასვით სასვენი ნიშნები განკერძოებულ
სიტყვებთან და გამოთქმებთან
1. ეს ამბავი
ჩემს დეიდაშვილს ზაზას ვუამბე.
2. მთის
მწვერვალზე ცის მახლობლად მერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს.
3. ჩემი
მეზობელი ახალგაზრდა და ლამაზი საფრანგეთში გაემგზავრა.
4. სოფლის
გაღმა ტყის ნაპირას შველი დაუნახავთ.
5. ჩვენ
ექიმებმა კარგად ვიცით ჯანმრთელობის ფასი.
2. დასვით სასვენი ნიშნები ავტორის პოზიციის გამომხატველ
სიტყვებთან
1. გამოცდების
ჩაბარება ალბათ არ გამიჭირდება.
2. ექიმების
ვარაუდით გრიპის ვირუსი არ გავრცელდება.
3. გაზეთის
ცნობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
4. ბევრი ვიმეცადინე
და რა თქმა უნდა მართვის მოწმობის აღება არ გამჭირვებია.
5. მოზარდის
შემოქმედებით აქტივობას მშობლები საბედნიეროდ ხელს ყოველთვის ხელს უწყობენ.
3. დასვით სასვენი
ნიშნები შერწყმულ წინადადებაში
1. ეს ამბავი
გაიგეს მთის ფრინველებმა არწივმა ძერამ კაკაბმა.
2. ბიჭმა მაგიდაზე
დააწყო წიგნები ,,სამი მუშკეტერი“ ,,ქართლის
ცხოვრება“ და ,,დათა თუთაშხია.“
3. ქეთინო დათო გიორგი და ტარიელი გამოცდებისთვის ემზადებოდნენ.
4. გერმანია
საფრანგეთი და ინგლისი ყველა მათგანი ნატოს
წევრი ქვეყანაა.
5. ნეფე-პატარძალს
გაუმარჯოს ამბობდნენ ფრინველები.
6. ,,რასაცა
გასცემ შენია“ თქვა რუსთაველმა
7. სახე ლამაზი
აქვს თვალები ცისფერი თმები ქერა ხასიათი
მხიარული.
4. შემოხაზეთ
შეცდომით დაწერილი სიტყვების რიგობითი ნომერი
1. ალბათ 1. სინდის-ნამუსი 1.
მე-8
1. რამოდენიმე 1.
მისწერა 1. ვაბამ 1.
ანზავებს 1. მათ ააშენეს
2. წინად 2.
რაკრაკი 2
. 1-ლი 2.
ჩვენგანი 2. ჰქვია 2. ვჩხვლეტ 2.
აზოგადებს 2.იმათ იმღერეს
3. მშვიდად 3. ცისფერთვალა 3.
21-მ 3. მათგანი 3. სთქვა 3.
ვსრისავ 3. გამათავისუფლე
3. ამათ იცეკვეს
4. უნებლიეთ
4. არე-მარე
4. X-მ 4. თითოეული
4. ჰყავს 4.
ვგრეხ 4. აღვწერე 4.
იგივე ბავშვმა
5. რატომ არ შეიძლება ბავშვის ფიზიკური დასჯა? თქვენი აზრი დაასაბუთეთ
ეროვნული გამოცდების ტესტი მე- 12 კლასელებისათვის
I.ტექსტის რედაქტირება (20 ქულა)
ტექსტში დაშვებული მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული ,სინტაქსური
და პუნქტუაციური შეცდომები ასევე სტილისტური ხარვეზები .გადაწერეთ გასწორებული ტექსტი.
|
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი
2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ქვაში ნაკვეთი უნიკალურ ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით კომპლექსის კვლევა და საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე წლებია უწყვეტად მიმდინარეობს.
ხალხური თქმულებაში, რომელიც
სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება “ვარძია” შემდეგ ლეგენდას ემყარება. ერთხელ, როცა თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო
ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი თვალთახედვისგან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ხმამაღალ ხმაზე გამოეხმაურა : ,,აქა ვარ ძია!”. მეფე გიორგი III-ის ბრძანებით კომპლექს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა.მემატიანეს ცნობით,ვარძიის სახელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები.” XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია
რომელიც დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.
1283 წელს მომხდარმა მიწისძვრის გამო ადგილი ჰქონდა ვარძიის დაზიანებას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტერის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი.
XV – XVI საუკუნეებში ირან-თურქეთი საქართველოსთნ მიმართებაში აგრესიული მისწრაფებით გამოირჩეოდა. ქართლის მეფის, ლუარსაბ I -ის, სამხედრო ძალები იგერიებდენ სპარსეთის ჯარების შემოტევას, რომელიც ვარძიის მონასტერში იყო გამაგრებული.სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში. ამ ბრძოლებს აღწერენ იმ დროინდელი ისტორიკოსები. თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება იდევნება მონასტრები ცარიელდება. სჩანს, დროთა სისასტიკეს ვერც ვარძია გადაურჩა.
IIარგუმენტირებული ესე (20 ქულა)
საზოგადოების ნაწილი საჯარო სამსახურში მუშაობას
უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე კერძო სექტორში მუშაობას.
III. წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება (40 ქულა)
აირჩიეთ ქვემოთ მოცემული დავალებიდან ერთ-ერთი და
მხოლოდ ის შეასრულეთ!
|
დავალება N.1
_გურამ დოჩანაშვილის რომანში
,,სამოსელი პირველი“ ალექსანდრო საუბრობს ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობისთვის .
-ეს ,ყველაფერი კარგი, თქვა მაღალმა,
- მაგრამ
საღამომდე
რა ვქნათ ? დათრობა არ იქნება.
-რატომ?
- რატომ და , ისეთი სანახაობა გველის .
-მერე, პატარა რომ დავურტყათ, რა იქნება?
- არ შეიძლება, - თითი აიშვირა მაღალმა, - არაფერი არ უნდა გამოგვეპაროს ალექსანდრო გამოდის საჯაროდ
-რატომ გამოდის...
-სათაური აქვს...
-რა სათაურია...
-„ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობისთვის!“
- აუფ! - სახე გაუბრწყინდა დაბალს, - მართლა არ შეიძლება დათრობა.
- მოდით,ნუ გავაწყვეტინებთ ხოლმე... თავისით გაგიჟდება.
-ძალიან სულელური შეკითხვები არ მიცეთ,თორემ მიხვდება... აი, ისეთი რამეები კითხეთ რომ დაიბნეს...
-მაგას რა დააბნევს...
-დარდი ნუ გაქვს, დაიბნევა...
-მაინც რა უნდა კითხო ეგეთი...
-ეგ მე ვიცი. კაცო სუზანას ფეხი მოუტეხია.
- მართლა?
-კი. აბა ალექსანდროს კი არ დაემართება რამე...
- ეჰ, - ჩაიცინა მაღალმა,- ამაზე მეტი რა უნდა დემართოს...
და უცებ ფარდა გაიხსნა და სცენაზე გაბედული, თამამი ნაბიჯით შემოვიდა ტვიტ ალექსანდრო.
ატყდა
ტაში,
შეძახილები,
აქა-იქ ღონივრად დაუსტვინეს, ალექსანდრო ავანსცენაზე დადგა , ხალხს ხელისგული აჩვენა და ყველა ეშმაკურად გაინაბა.
-გამარჯობათ ადამიანებო.
- ოო, ალექსანდროს გაუმარჯოს, - ატყდა მხიარული შეძახილები, - როგორა ხარ. ხომ კარგად,როგორ ბრძანდებით ალექსანდრო ბიძია... ახალს რას გვეტყვი!
- ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობისთვის !
- მიდი,მიდი! დასცხე შენებურად!
- სიმართლე რომ გითხრათ,- ასე და იიწყო ალექსანდრომ ,-ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ მელაპარაკა თქვენთან - ზოგადად, დაწვრილებით, უბრალოდ, მაღალფარდოვნად თუ როგორ... და მაინც მგონია ,რომ შინაურული საუბარი აჯობებს -რაც არ უნდა იყოს, ერთმანეთს მშვენივრად ვიცნობთ!
- მიდი,მიდი!- შეუძახა მთვრალმა.
- ჩვენ, ადამიანები,- დაიწყო ალექსანდრომ,-თუმცა კი ვითომ კარგადა ვართ ერთმანეთთან, მაგრამ სრუუულიად ადვილი შესაძლებელია,უფრო უკეთესები ვიყოთ.
-ადამიანთა ურთიერთობა უკეთესობისკენ მიდის ,-დამაჯერებლად განაგრძო ალექსანდრომ,-ჩვენი უძველესი წინაპრები თურმე ერთმანეთს ჭამდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ახლა კი, ამდაგვარი შემთხვევები აღმოიფხვრა. ხოლო ეს, -კარგია.
-ადამიანის გზა, ჩუმად თქვა ალექსანდრო,-ეს უნდა იყოს გზა უკეთესობისკენ. ხოლო მე გეკითხებით,-ხალხისკენ გაიშვირა ხელები, - რა მიგვიყვანს უკეთესობისკენ:
-ჭეშმარიტება!-წამოიძახა ვიღაცამ და სიცილით კინაღამ გაიგუდა.
-უფრო ზუსტად -მოითხოვა ალექსანდრომ.
-საპონი!- იოხუნჯა ვიღაცამ.
-პირველი ასო სწორია!- გაეხარდა ალექსანდროს.
-ს? სკამი.
არა!-თქვა ეშხში შესულმა ალექსანდრომ და უცებ ძალიან გაუკვირდა,- რა შუაშია სკამი?
-სათნოება?
- უფრო ზუსტად!- იმედი მიეცა ალექსანდროს.
-რაინდული კეთილშობილება !!!
-სად არის მანდ ს?
-აბა რა, რა ალექსანდრო?
-რა და...- ალექსანდროს რაღაც რბილმა და ნაზმა დაუარა სხეულში,ისე უცნაურად მოეშვა, ისეისე ჩამოყარა მხრები; თვალები კი
ზემოთ
,დარბაზის
ჭერისკენ
აღაპყრო
ცალი
ხელი
ნელა,
ნელა
ასწია
მაღლა
და თქვა : - სიყვარული
დიდი
მხიარულება
ატყდა:
- ოო, ო შეყვარებული ყოფილა
არა,
ყვაწვილო
, ეს მხოლო ის სიყვარული არაა, შენ რომ გულისხმობ,- ნაღვლიანად შეაცქერდა ალექსანდრო, , მე უფრო , - დიდ , უფრო კარგ სიყვარულზე მოგახსენებთ.
რა
იცი
შენ
სიყვარული
რაა!-
გაბრაზდა
ვიღაც
დარბაისელი
კაცი,
- შენ
ცოლი
არ გყავს და შვილი!
შენ
თუ ცოლის გყავს და ნამდვილი სიყვარულიც იცი, იმიტომ დაძვრები როზალიასთან!- არანაკლებ გაბრაზდა ალექსანდრო
კაცი
გაშრა.
ყველამ
მისკენ
მიიხედა.,
აჭარხლებული
კაცი
ერთხანს
თოთქოს
სკამში
ჩაიმალა,
მაგრამ
მერე
წამოხტა
და ალექსანდროს ფერდაკარგულმა დაუღრიალა: - შტერი ხარ, შტერი, ყეყეჩი,
... რა უნდა
გელაპარაკო!!!
აი,
სიძულვილი,-
უთხრა
ხალხს
ალექსანდრომ-
, განა
ეს კარგია?
მოვკლავ
,მაგ...
მაგ...
სიტყვა
გაუწყდა
კაცს
,- მაგ
ღორს,
მაგ
ვირზე
უარესს,
მაგას!
იცი,
ჯულიო,
ახლა
რას
გეტყვი?
ღიმილით
ჰკითხა
ალექსანდრომ.
სწორედ
ის ჯულიო იყო , დარბაისელი, მამიდა არიადნას სიყრმის მეგობარი.
რას
მეტყვი!
მიხარი
აბა,
აბა,
გაბედე
რამე,მითხარი,აბა!
მე
შენ
მიყვარხარ,
ჯულიო...
გადი
აქედან,შენ და შენი სიყვარული,შე ძროხა, შე... - შეათვალიერა ჯულიომ,- შე მჭლე
ძროხა
შენ!
როგორ
მიყვარხარ,
რომ
იცოდე!
გაცოფებულმა ჯულიომ
სხვა
რომ
ვერაფერი
მოიხელთა
, ფეხსაცმელი
გაიძრო
და ესროლა, მაგრამ
ააცდინა
.ალექსანდრო
დაიხარა,
თავისი
ცხვირსახოცით
გაწმინდა
ფეხსაცმელი
და პირველ რიგში მჯდომ ახალგაზრდებს გაუწოდა : - აი, ესაა ნამდვილი სიყვარული, მიუტანე, გეთაყვა...
-მაგას როგორ ჩავიცვამ,მაგის ხელში გამოვლილს, მაგ მუდრეგის ხელში,მაგ...
-აი , ეგაა სიძულვილი- ჯულიოსაკენ გაიშვირა ხელი ალექსანდრომ , - მერე კი მკერდზე ჩამოისვა , - ხოლო ეს- სიყვარულია, ა , რომელი სჯობს? მაინც მიყვარხარ, ჯულიო...
-ამდენი ხალხი იმიტომ მოვედით, თქვენს არშიყობას რომ ვუყუროთ-წამოიძახა ვიღაცამ და მთელი დარბაზი ახორხოცდა.
-რა გინდა ვიყო, - დანაღვლიანდა ალექსანდრო, - გინდა შტერი ,გინდა პირიქით, მე თქვენ მიყვარხართ...
მე გული
მტკივა
, თქვენ
რომ
შეგცქერით
, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა . მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ, რა კააარგი ,რა შესანიშნავი გრძნობაა, რომ იცოდეთ... მეც თქვენსავით ვიყავი ერთხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური სიყვარულის მცენარე.
-სიყვარულის კაქტუსი-
ეკლიანი
და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა , და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ ,ახლაც მჩხვლეტს...
-და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ , როოოგორ - ვერ წარმოიდგენთ ... -და უცებ
შეიცვალა,-
ამეებს
რომ
ვიძახი,
არ გეგონოთ ,თითქოს მომწონდეს , აჰ, არა , არა , მშვენივრად ვიცი, რაცა ხართ, რასაც წარმოადგენთ ,მაგრამ მაინც...
- აიი, ხალხო, შეხედეთ, შეხეთ, აქ ერთად მოვიდა ორი კაცი. ორი ჭაბუკი ვინსენტე
და ანტონიო. დასამალი არაფერია-ამ ორ ადამიანს ერთმანეთი ძალიან სძულდა . ვინსტენე
დარწმუნებული იყო, რომ გაცილებიტ მაღლა იდგა ანტონიოზე. ანტონიო კი ვინსტენეს ქედმაღლობის
გამო ვერ იტანდა. მოკლედ,ისე იყვნენ ერთმანეთთან ,როგორც ცუდი ძაღლი და ცუდი კატა,
მაგრამ ცხოვრებაში,- უცებ გაეხარდა ალექსანდროს,- რა არ ხდება და ახლა,ხომ ხედავთ,განუყრელნი
შეიქმნენ-ო ვინსტენეს ანტონიოს და- მშვენიერი ჯულია შეუყვარდა და ცოლადაც შეირთო.
ერთმა ბრძენმა თქვა,როცა ორი კაცი ჩხუბობს , ორივე დამნაშავეაო.ეს ჭეშმარიტებაა
,ძვირფასებო, და ხანდახან უნდა აპატიოთ ხოლმე ერთმანეთს დანაშაული . თქვენ კი მაშინვე
მუშტიკრივზე გადადიხართ ,განა ეს კარგია? მოდით , დამპირდით , რომ აპატიებთ ერთმანეთს,
ხომ აღმითქვამთ , ადამიანებო?
-აღგითქვამთ, აღგითქვამთ,- იცინოდა ხალხი
-აჰააა, ცინით?- დაფიქრდა ალექსანდრო,და უცებ ვიღაცას მიაბიჯა თითი :
-აი, შენ, მიქელე,შენც ხომ აღგიქმავთ.
-აბა, რა , - გაიკრიჭა ახოვანი ჯეელი.
- შემომეფიცე.
-სულითა და გულით გეფიცები.
-მე მჯერა შენი და ახლა ერთ პატარა საიდუმლოებას გაგაჟღავნებ. ხომ აპატიებ
დამნაშავეს?
- კი , კი,- დაინტერესდა მიქელე,-ხომ შემოგციფე
-კარგი, მიდი მაშინ ახლა კუმეოსთან და ხელი ჩამოართვი.
-რატომ?
კუმეოს ფერმა დაჰკრა და შეშინებული უყურებდა ახოვან მიქელეს, რომელმაც
ხელი ჩამოართვა და ადგილზე დაბრუნდა,-აჰა მითხარი.
-რადგან შენ ერთსულოვნება გამოიჩინე , გეტყვი,- საზეიმოდ გამოაცხადა ალექსანდრომ,-
ამ ორი დღის წინათ ქუჩაში მთვრალს რომ გეძინა, შენი ოქროს ძეწკვი, სწორედ მაგ კოხტა
კუმეომ ამოგაცალა
- რას მეუბნები,- უცნაურად გაიღიმა მიქელემ და კუმეოს გახედა,- ახლა ხომ
ვიქნები ჩემი ფიცის ერთგული ,რომ მივიდე და ვაკოცო?
- შენ ამით ამაღლდები, ძვირფასო ადამიანო, მიდი,მიდი აკოცე...
-არ მინდა,არა, ნუ მაკოცებ!-შეშფოშდა კუმეო.
-უნდა გემთხვიო , საყვარელო ... ხომაა კოცნის ღირსი?- ხალხს მიუბრუნდა
მიქელე.
-რა თქმა უნდა,რა თქმა უნდა, აუცილებლად! -დაიძახა რამდენიმე ცნობისმოყვარემ.
- არა , არა , !- იყვირავინსენტემ (კუმეოს ბიძაშვილი იყო)
-არა, არა, და არა! მიემხრო ანტონიო.
-აკოცოს,აკოცოს! - ყვიროდა უმრავლესობა და მიქელე კუმეოსთან მივდა, ყურებძე
ხელისგულები ჯერ ნაზად მიადო, ყველა განცვიფრდა - ეგონათ , მართლა აკოოცებდა, და რომ
გაიკვირვეს, სწორედ მაშინ მიქელემ კუმეოს შიგ ცხვირ-პირში თავი სდრუზა . კუმეო რიგებს
შუა ჩავარდა და მიქელემ ორი წიხლის მიყოლებაც
მოასწრო.
-ფიცი,ფიცი,-იძახდა ალექსანდრო, მიქელე,სადაა შენი ფიცი, მიქელე!
არეულობით ყველამ ისარგებლა და
, ვისაც ვისი ჯავრი ქონდა, ერთმანეთს დაერივნენ და დიდი, მასობრივი,გრანდიოზული ჩხუბი
გაიმართა.
-ადამიანებო!-სცენიდან ყვიროდა ალექსანდრო.
ა) წაკითხულის
გააზრება (15 ქულა)
3.გურამ დოჩანაშვილის ეს ტექსტი
წარმოადგენს:
ა) ორ
პიროვნებას შორის საუბარს
ბ)
პიროვნებისა და საზოგადოების საუბარს
გ)
ესაა მონოლოგი
დ) ორო მეგობრის საუბარს
4. „ ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს „-სიტყვების ავტორი ალექსანდროს მიმართ გამოხატა
ა) სიბრალულს და თანაგრძნობას
ბ) დაცინვას
გ) გულგრილობას
დ) ნიჰილიზმს
5. რატომ არჩევს ანტონიო შინაურულ საუბარს?
ა) უფრო ადვილად გააგებინებს სათქმელს.
ბ) რადგან ერთმანეთს იცნობენ
გ) რადგან
ერთმანეთი უყვართ
დ) მაღალფარდოვან
საუბარს ხალხი ვერ გაიგებს
6. ალექსანდროს აზრით
ა)
კაცობრიობამ ჭეშმარიტების გზა გაიარა
ბ) კაცო რბიობამ შეძლო სიძულვილის დამარცხება
გ) კაცობრიობამ ცხოველური ინსტიქტები დაძლია
დ) კაცობრიობას სრულყოფილებისთვის არ მიუღწევია
7. რას ნიშნავს „ეს უნდა იყოს გზა
უკეთესობისკენ“
ა) ადამიანი ჭეშმარიტი სიყვარულით შეძლებს უკეთესი ცხოვრების შექმნას
ბ) ადამიანს ჭეშმარიტებით შეძლებს შურისძიების დამარცხებას.
გ) თანამდებობაზე უარის თქმა-ეს იქნება გზა უკეთესობისაკენ
დ) სათნოება ადამიანს დაეხმარება უკეტესი ცხოვრების
შექმნაში
8.რაზე მიგვანიშნებს
ის ფაქტი ,რომ „ალექსანდროს სხეულში რაღაც თბილმა და ნაზმა დაუარა?“
ა) ალექსანდრო აღფრთოვანებული თავისი სიტყვებით
ბ) ალექსანდრო მიმტევებელია
გ) ალექსანდრო ემოციურად საუბრობს
დ) ალექსანდროს ნამდვილად გრძნობს სიყვარულის ძალას.
9. რა არის ,,უფრო დიდი
და უფრო კარგი სიყვარული“?
ა) მიტევება და სულგრძელობა
ბ) კაცთმოყვარეობა და მიტევება
გ) ქალისა
და მამაკაცის ურთიერთობა
დ) კეთილშობილება
და სიკეთე
10. რას უპირისპირებს
საზოგადოება ალექსანდროს სიყვარულს?
ა) სიძულვისა და გულგრილობას
ბ) სიყვარულითვე პასუხობს
გ) სიძულვილსა და ირონიას
დ) უპასუხისმგებლობასა და გაუნათლებლობას
11. რას გამოხატავს მცენარე
,,სიყვარულის კაქტუსი?“
ა) სიყვარული სულაც არ არის ტკივილი ,
ბ) სიყვარული ტკივილია მაგრამ სასიამოვნო
გ) სიყვარული ყველას არ შეუზლია
დ) სიყვარული სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს
12. ,,სულში გამეფურჩქნა
უცნაური სიყვარულის მცენარე“ არის
ა) ჰიპერბოლა
ბ) მეტაფორა
გ) შედარება
დ) ეპითეტი
13.რომელი მოქმედება გამოხატავს სულგრძელობას?
ა) ალექსანდრომ თავისი ცხვირსახოცით გაწმინდა
ფეხსაცმელი ,პირველ რიგში მჯდომ ახალგაზრდას გაუწოდა და თქვა-მიუტანე გეთაყვა
ბ)ისე იყვნენ, როგორც ცუდო ძაღლი და ცუდი კატა,მაგრამ
ცხოვრებაში რა არ ხდება და ახლა ხომ ხედავთ ,განუყრელი შეიქმნენ
გ)კუმეოს ფერმა დაჰკრა და შეშინებული უყურებდა ახოვან მიქელეს, რომელმაც ხელი
ჩამოართვა და ადგილზე დაბრუნდა
დ)და მიქელე კუმეოსთან მივდა, ყურებძე ხელისგულები
ჯერ ნაზად მიადო, ყველა განცვიფრდა - ეგონათ , მართლა აკოოცებდა
14.რამ განაპირობა ვინსენტესა
და ანტონიოს შორის სიყვარულის წარმოშობა?
ა)ჯულიოსა და ანტონიოს სიყვარულმა
ბ)და ძმურმა სიყვარულმა
გ) ალექსანდროს საუბარმა
დ) ვინსენტესა და ჯულიოს სიყვარულმა
15. რაზე არ ყოფილა ამ
ტექსტში საუბარი?
ა) სიყვარულსა შეუძლია ამპარტავნების დამარცხება
ბ) ადამიანები ფარისევლობით ცდილობენ ღალატის
დამალვას
გ)ნამდვილი სიყვარული ის არის, როცა სრულიად
უცხო ადამიანი გიყვარს
დ) ადამიანის პირნათლად უნდა ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობას
16. რომელი ფრაზა შეესაბამება
ამ ტექსტში მოცემულ სიტუაციას?
ა)არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს...
ბ) თუ სიყვარული არა მაქვს, არარა ვარ...
გ) ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა...
დ) მე გეუბნებით თქვენ სამოცდაადგძის რომ შეგცოდოთ
სამოცდაათგზის აპატიეთ...
17.რამ განაპირობა მიქელეს
ქმედება კუმიოს მიმართ?
ა) სიყვარულმა
ბ) შურისძიებამ
გ) სულმოკლეობამ
დ) სიამაყემ
გააანალიზეთ მოცემული ნაწყვეტი შემდეგი მითითებების მიხედვით
·
იმსჯელეთ ალესანდროსა და საზოგადოების ურთიერთობის შესახებ
·
რა მხატვრული საშუალებებთ არის მთავარი სათქმელი გამოხატული
·
ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულება ტექსტში წამოჭრილი პრობლემების მიმართ.
დავალება N.2
შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში“
ნესტან -დარეჯანი დანიშნეს ხვარაზმშას შვილზე. ნესტანისა და ტარიელის სიყვარულს საფრთხე
ემუქრება
I.
მიბრძანა: "მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!"
ვჰკადრე: "რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?"
II.
შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება,
შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,
ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!
III.
ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარ ხარ მოსაცეთსა,
აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
IV შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,
ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,
ვჰკადრე, თუ: "მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,
რათგან არ მომკლავ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.
V. კვლაცა ვჰკადრე: "მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს,
ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს,
მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!
VI.
მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
თავსა ვუთხარ: "მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულმაგრობა".
VII. ვთქვი:
"ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო";
თავსა ვუთხარ: "ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!"
მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,
ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!"
VIII. სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
მიბრძანა, თუ:
"ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
IX. მიბრძანა, თუ:
"გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!
X. კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ".
XI. მე ვჰკადრე:
"ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა, არ, სახმარობა!"
XII. მიბრძანა, თუ: "ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
XIII. ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა ვითა, ვირთაო, -
დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო.
უპასუხეთ კითხვებს
3.პირველი სტროფის მიხედვით, ვინ გადაუხდის სამაგიეროს ტარიელს
ღალატისთვის?
ა) უფალი
ბ) ნესტან დარეჯანი.
გ) წუთისოფელი
დ) დედოფალი
4.ნესტან -დარეჯანის აზრით ,რაზე განაცხადა ტარიელმა თანხმობა
ა) ეღალატა ნესტანისათვის
ბ) ნესტანის გათხოვებაზე
გ) ხვარაზმშას შვილის ფარულ
ქორწინებაზე
დ) მეფე -დადოფალთან თათბირზე.
5.მე-3 სტროფის რომელ ტაეპში ჩანს,რომ ნესტანს ტარიელის ბედი არ
ანაღვლებს?
ა) პირველში
ბ) მეორეში
გ) მესამეში
დ) მეოთხეში
6. "მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,“ არის
ა) ეპითეტი
ბ) გაზვიადება
გ)
შედარება
დ)
მეტაფორა
7.მე-4
სტროფის მიხედვით ,რითი ცდილობს ტარიელი- დააჯეროს ნესტან-დარეჯანი ,რომ მისთვის
არ უღალატნია?
ა)
ყურანზე დაფიცებით
ბ)
მჭევრმეტყველებით
გ)
ნესტანს იფიცებს
დ)ღმერთს
იფიცებს
8.ტარიელის
ხასიათის რომელითვისება ჩანს მე-5 სტროფში
ა)
მჭევრმეტყველება
ბ)
ერთგულება
გ)
პრინციპულობა
დ)
ჭინდახედულება
9
მე-6 და მე-7 სტროფის მიხედვით ტარიელი არის
ა)მომთმენი
და სამართლიანი
ბ)
ერთგული და გაბედული
გ)
მომთმენი და წინდახედული
დ)
შეუპოვარი და წინდახედული
10.რა
აზრია გამოხატული სიტყვებში ,, იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;“
ა) ნესტანი ტარიელლის სიტყვებმა დაამშვიდა
გ) ნესტანმა აღიარა საკუთარი სიფიცხე
გ) ნესტანი ატირდა ტარიელის სიტყვებზე
დ)ნესტანს არ ჯერა ტარიელის სიტყვების
11.მე-9 სტროფის მიხედვით ,ნესტანის ხასიათის რომელი თვისება ჩანს?
ა) სიდინჯე და სულგრძელობა
ბ) ერთგულება და პატრიპტიზმი
გ) პატრიოტიზმი და სიდინჯე
დ) სამართლიანობა და
ერთგულება
12.მე-10 სტროფის მიხედვით, ნესტან -დარეჯანის აზრით, რა არის
შეურაცხმყოფელი მათთვის
ა) ნესტანი თუ სხვას გაჰყვება ცოლად
ბ) ტარიელი თუ მას ვერ დაიცავს
გ) სპარსელზე რომ ატხოვებენ
დ) სპარსელები რომ ინდოეთში გაბატონდებიან
13.რა მიაჩნია ტარიელს პრობლემის მოგვარების საშუალებად?
ა) სამართლიანობა
ბ) გონიერება
გ) ძალადობა
დ) მოთმინება
14.მე-12 სტროფის რომელი ტაეპი არის აფორიზმი?
ა) პირველი
ბ) მეორე
გ) მესამე
დ) მეოთხე
15. რატომ ფიქრობს ნესტან-დარეჯანი, რომ სასიძო ფარულად უნდა მოკლან?
ა)ნაკლები სისხლი დაიღვრება
ბ) უდანაშაულო ადამიანები აღარ დაიღუპებიან
გ) ტარიელს აღ გაუჭირდება სასიძოს მოკვლა
დ) სამართლი იზეიმებს
16.მე-12 სტროფის მიხედვით ნესტან-დარეჯანი
ა) ცდილობს სამართლიანობით სახელით იმოქმედოს
ა) ცდილობს პირადი ბედნიერება გადაარჩინოს
გ) გრძნობს პიროვნულ პასუხისმგებლობას
დ) ტარიელის სიცოცხლეს უფრთხილდება
17რაზე არ ყოფილა ტექსტში საუბარი?
ა) სამართლიანობაზე
ბ)პატრიოტიზმზე
გ) ერთგულებაზე
დ) სულგრძელობაზე
გააანალიზეთ მოცემული ნაწყვეტი შემდეგი მითითებების მიხედვით
·
იმსჯელეთ რა არის ტექსტის სათქმელი
·
იმსჯელეთ ტექსტის მხატვრულ თავისებურებებზე
·
ჩამოაყალიბეთთქვენი დამოკიდებულება ტექსტში წამოჭრილი პრობლემების
მიმართ
No comments:
Post a Comment